კლუბების გამოფენა

კომაროვის სკოლაში თვითმმართველობისა და კლუბების თანამშრომლობით 18 და 19 ნოემბერს გაიმართება კლუბების გამოფენა, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ კლუბების საქმიანობას და გაწევრიანდნენ საკუთარი ინტერესისა და სურვილის შესაბამისად.


გამოფენაზე გაეცნობით კომაროვის სკოლაში არსებულ 15 განსხავავებულ კლუბს: 

  • ლიტერატურის კლუბი
  • ჟურნალისტთა კლუბი 
  • კინო კლუბი
  • ჭადრაკის კლუბი
  • დრამის კლუბი
  • მოხალისეთა კლუბი 
  • React Native
  • Help Desk
  • ტედ-ედის კლუბი
  • ინგლისური დებატები
  • მედიაწიგნიერება
  • ბიზნეს კლუბი 
  • ვებ-დეველოპმენტი
  • დებატების კლუბი
  • აგრო კლუბი


პანდემიით გამოწვეული სასწავლო პროცესის ცვლილების შემდეგ, კლუბები მოსწავლეებს დაეხმარებათ გაიმრავალფეროვნონ სასკოლო ცხოვრება, გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით და შეიძინონ ახალი მეგობრები. 


გამოფენა გაიმართება 11:30-12:30-ზე. დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი კლასის მოსწავლეთათვის


ზემოთ